„საბურთალომ“ თბილისში სპარინგ მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
„საბურთალომ“ თბილისში სპარინგ მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

„საბურთალო“ ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და წლის პირველი საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისელებმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო საწვრთნელ პროცესს 9 იანვრიდან დაიწყებენ. „საბურთალოს“ ადმინისტრაციამ მეორე შეკრება უცხოეთში დაგეგმა. 29 იანვარს თბილისელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც 12 თებერვლამდე დარჩებიან და რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავენ.

თურქეთში გამგზავრებამდე „საბურთალომ“ რამდენიმე სპარინგ მატჩი დედაქალაქში დაგეგმა – 19 იანვარს ლევან კორღალიძის გუნდი „შევარდენს“ შეხვდება, 22-ში -„თბილისი სიტის“, ხოლო 27 იანვარს ბოლნისის „სიონთან“ მოსინჯავს ძალებს.

„საბურთალო“ 2021 წელის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.