„საბურთალომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
„საბურთალომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

„საბურთალომ“ ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო და საკადრო სიახლეები დააანონსა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით გუნდი თვის ბოლომდე საქართველოში ივარჯიშებს და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. „საბურთალოს“ პირველი ამხანაგური მატჩი კვირას, 21 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.

თბილისური კლუბი 31 იანვარს თურქეთში გაემგზავრება, ორკვირიან შეკრებას გაივლის და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ შესახებ ინფორმაცია ჯერ არ კონკრეტდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „გაგრიდან“ იჯარის შემდეგ საბა მამაცაშვილი დაბრუნდა.

ცნობილია, რომ გუნდმა სლოვაკეთში, „ზლატე მორავცეში“ იჯარით გაუშვა კაპიტანი იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა, ლევან ნონიკაშვილი, სავარაუდოდ, გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს და სლოვაკეთში ითამაშებს სერგი კუხიანიძეც. არ არის გამორიცხული, „ზლატე მორავცეში“ „საბურთალოს“ მეხუთე მოთამაშეც გადავიდეს.

ვის დაიმატებს გუნდი, ამის შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება არგენტინულ კლუბ „ატლეტიკო ტალერესთან“, რომელთან პარტნიორობის შემთხვევაშიც გუნდს ორი სამხრეთამერიკელი ლეგიონერი შეუერთდება.