„საბურთალომ” სეზონის განახლების წინ ბექა გვარაძე და სირილ ჩამბა დაიმატა #1TVSPORT
„საბურთალომ” სეზონის განახლების წინ ბექა გვარაძე და სირილ ჩამბა დაიმატა #1TVSPORT

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის თბილისში ემზადება და ორი მოთამაშე დაიმატა. პირველი მათგანი ბექა გვარაძეა. 25 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისური კლუბის აკადემიაში დაიწყო. ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ წევრს „საბურთალოს” მთავარი გუნდის მაისურით ქვეყნის ჩემპიონატში 53 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს ბელარუსის უმაღლესი ლიგის „ენერგეტიკ-ბგუ“-ში გამოდიოდა.

გუნდს გააძლიერებს სირილ ჩამბაც. 25 წლის კამერუნელი ფეხბურთელი ამპლუით თავდამსხმელია. სირილ ჩამბას „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და კარიერის გაგრძელება თბილისურ კლუბში გადაწყვიტა.

კამერუნელი „სამტრედიის“ ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო მოთამაშე იყო. ის გუნდში 2022 წელს ჩაირიცხა. ჩამბამ სამტრედიელებს პირველივე სეზონში პლეი ოფის მატჩი ბოლნისის „სიონთან“ დუბლით მოაგებნა (2:0) და ეროვნულ ლიგაში ადგილი დაუბრუნა.