„საბურთალომ“ „ორენბურგს“ სძლია
„საბურთალომ“ „ორენბურგს“ სძლია

ბოლო დღეებში თურქულ მოსამზადებელ შეკრებაზე ქართული და რუსული გუნდების რამდენიმე დაპირისპირება გაიმართა და უმრავლესობა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. „საბურთალოსა“ და „ორენბურგის“ მატჩშიც ასე მოხდა.

თურქეთის შეკრებაზე გამართული მესამე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, რუსეთის პირველი ლიგის გუნდს შეხვდა. „ორენბურგის“ წინააღმდეგ „საბურთალომ“ სწრაფი კონტრშეტევები კარგად გამოიყენა და ორი გოლით მეტოქე დაამარცხა.

მე-9 წუთზე, ნიკა მალის გადაცემით ანგარიში გიორგი გულიაშვილმა გახსნა 1:0. რუსებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ „საბურთალომ“ კონტრშეტევაზე 58-ე წუთზე მეორეც გაიტანა – კონტრშეტევა იური ტაბატაძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

საბურთალო – ორენბურგი 2:1

საბურთალო (სასტარტო): მეგრელიშვილი – მალი, ჯგერენაია, მუდრაკი, ლაცაბიძე- შ. ნონიკაშვილი, ძებნიაური – ი. ტაბატაძე, მანდრიჩენკო, გულიაშვილი – თ. ტაბატაძე.

სათადარიგო: გოშაძე, ჩაჩუა, ოდუკო, ლ. ნონიკაშვილი, ო. მამაგეიშვილი, ჯინჯოლავა, ერისთავი, ამინუ, ჯორდანი.