„საბურთალომ“ მოიგო და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT
„საბურთალომ“ მოიგო და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT

„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „გაგრა“ 2:1 დაამარცხა და ევროსაგზურისთვის ბრძოლაში ვითარება მაქსიმალურად დაიძაბა.

რუსთავის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში თბილისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-9 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა მოედნის ცენტრში კარგად ითამაშა, შორეული გადაცემით საბა მამაცაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და მან ზუსტად დაარტყა.

„გაგრამ“ მეორე ტაიმში წონასწორობის აღდგენა 52-ე წუთზე მოახერხა. ნოდარ ლომინაძის წაქცევითვის თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თამაზ მაქაცარია შეასრულა – მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ბურთის მოგერიება ვეღარ მოახერხა.

„საბურთალომ“ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო – თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა შედეგიანი შეტევა 83-ე წუთზე განახორციელეს. ბაქარ ქარდავას და გიორგი გოჩოლეიშვილის წამოწყებული შეტევა გურამ გოშთელიანმა ოთარ მამაგეიშვილს გაუგრძელა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

29 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 43 ქულა დააგროვა და კონკურენტებთან, გორის „დილასთან“ (46) და ქუთაისის „ტორპედოსთან“ (44) ჩამორჩენა შემაცირა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. „გაგრა“ კი „თელავს“ (30) და „სიონს“ (29) ჩამორჩა, თანაც გუნდის კონკურენტებს ტურის მატჩი მარაგში აქვთ.