„საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა
„საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა

საბურთალომ” მე-18 ტურის მატჩი ბოლნისის „სიონთან” მოიგო და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ ლიდერობა დაიბრუნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში 25-ე წუთზე კურიოზული გოლით გახსნეს: გეგა დიასამიძემ ჯარიმის შემდეგ „სიონის” მეკარე თორნიკე ზარქუამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა 1:0.

მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო” უკეთ გამოიყურებოდა და სტუმართა კარი მეორედაც აიღო – თავი თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინა 2:0. „საბურთალო” დაამშვიდა და საკუთარ კარში გოლი მიიღო. სხვაობა დავით კირკიტაძემ შეამცირა და საბოლოოდ, „საბურთალომ” 2:1 გაიმარჯვა.

„საბურთალოს” 38 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ლიდერობა მინიმუმ ორი დღით დაიბრუნა – 15 ივნისს ამჟამინდელი ლიდერი, ბათუმის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრება და მოგების შემთხვევაში, ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის ჩემპიონი გახდება.

15 და 16 ივნისს ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:

შაბათი, 15 ივნისი

ტორპედო – ჩიხურა

18:00. 26 მაისი – წყალტუბო

ლოკომოტივი – დინამო თბილისი

21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

კვირა, 16 ივნისი

დინამო თბ – ვიტ ჯორჯია

19:00. დინამო არენა – თბილისი

საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ 16 ივნისის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართება. თბილისის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.