გიორგი არაბიძე – „ტორპედო“ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იქნება #1TVSPORT
გიორგი არაბიძემ კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოდან“ წასვლაზე და კლუბს მადლობა გადაუხადა, თუმცა არაფერი უთქვამს გავრცელებულ ხმებზე, რომლის მიხედვითაც, ეს ნაბიჯი მთავარ მწვრთნელთან, დირკ შუსტერთან კონფლიქტის გამო გადადგა.
„მადლობა „ტორპედოს“ იმ პერიოდისთვის, იმ გამოცდილებისა და ემოციებისთვის, რომლებიც ამ კლუბთან მაკავშირებს. ჩემთვის სასიამოვნო იყო ქუთაისში დაბრუნება და ამ გუნდის მაისურით თამაში.
„ტორპედო“ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იქნება. მადლობა მის თითოეულ წევრსა და თანაგუნდელებს, განსაკუთრებით კი — გულშემატკივრებს, მხარდაჭერისთვის, ნდობისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.
ამ კლუბში გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მთელი გულით ვუსურვებ „ტორპედოს“ წარმატებას“, — ამბობს გიორგი არაბიძე.