„საბურთალომ“ კონკურენტი „სამგურალი“ გასვლაზე დაამარცხა - სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონატი განახლდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ კონკურენტი „სამგურალი“ გასვლაზე დაამარცხა - სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონატი განახლდა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება წყალტუბოში გამართული სამეულისთის მებრძოლო გუნდების დაპირისპირებით განახლდა – „სამგურალმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

თბილისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-12 წუთზე, შორეული გადაცემის მოსაგერიებლად კარიდან მეკარე ლევან შოვნაძე გამოვიდა, მაგრამ შეცდა, იური ტაბატაძემ დაასწრო და კარის წინ მარტო დარჩა, „სამგურალის“ მცველი გიორგი თევზაძე ცარიელი კარიდან ბურთის მოგერიებას შეეცადა და ავტოგოლის ავტორი გახდა.

„საბურთალომ“ სხვაობა მე-40 წუთზე გაზარდა. ლევან ნონიკაშვილმა მარცხენა ფლანგზე ეფექტურად ითამაშა და შეტევა საჯარიმოში იური ტაბატაძეს გაუგრძელა, მაგრამ მცველი და მეკარე მისი, გურამ გოშთელიანისა და ირაკლი სიხარულიძის დარტყმებს გადაეღობნენ, მაგრამ ოთარ მამაგეიშვილის უძლიერესი გასროლით თბილისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – 0:2.

საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დაფიქსირდა. შოთა ნონიკაშილმა საბა მამაცაშვილთან ფლანგზე ეეფქტურად გაათამაშა ბურთი და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი გიორგი ულიაშვილი მოძებნა, რომელმაც „სამგურალს“ მესამეც გაუტანა – 0:3. 90-ე წუთზე არბიტრმა „სამგურალის“ ლეგიონერს, ელვის საკის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და წყალტუბოელებმა დარჩენილი წუთები კაცნაკლულად ჩაატარეს.

კონკურენტთან გამარჯვებით „საბურთალომ“ 28 ტურის შემდეგ 40 ქულა დაგროვა და მაქსიმალურად შეამცირა სხვაობა „სამგურალთან“ (42) და ლიდერთა სამეულის სხვა გუნდებთან (ქუთაისის „ტორპედო“ – 43 ქულა, „დილა“ –  42), ევროსაგზურისთვის ბრძოლა კი სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე უფრო გამძაფრდა.