„საბურთალომ“ კომახიძე და მამასახლისი დაიმატა #1TVSPORT
„საბურთალომ“ კომახიძე და მამასახლისი დაიმატა #1TVSPORT

„საბურთალომ“ თურქულ შეკრებამდე კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ირაკლი კომახიძე და ოლეგ მამასახლისი, – ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ორივე ფეხბურთელი თბილისელებმა ქობულეთის „შუქურადან“ დაიმატეს, რომელმაც გასული სეზონის შემადგენლობიდან არაერთი მოთამაშე დაკარგა.

25 წლის ირაკლი კომახიძე „შუქურას“ აღზრდილია. ამპლუით მარცხენა მცველს უთამაშია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. 2017-2019 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა, 2020 წელს კი „შუქურაში“ დაბრუნდა.

27 წლის საყრდენი ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, ასევე უთამაშია „სამტრედიაში“, საჩხერის „ჩიხურაში“, ხოლო ქობულეთის „შუქურაში“ 2022 წელს გადავიდა.