„საბურთალომ“ „გაგრასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
„საბურთალომ“ „გაგრასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 33-ე ტური „პეტრო არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა. „გაგრამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

თბილისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მეათე წუთზე გიორგი კოხრეიძის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ შეიკნე სილა დარჩა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

„საბურთალოს“ მალელ თავდამსხმელს 30-ე წუთზე დუბლის შესრულების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მან პენალტი დაარტყა, მაგრამ „პანენკას“ სტილში გატანა არ გამოუვიდა, „გაგრას“ მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი არ გადახტა და ბურთი ხელში დაიჭირა.

მეორე ტაიმში გუნდებმა საგოლე მომენტები შექმნეს, თუმცა გოლები მხოლოდ „გაგრამ“ გაიტანა. 19 წლის საბა ზოიძემ შორიდან უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 90+3-ე წუთზე კი კლაუდინეიმ „გაგრას“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 2:1.

„გაგრამ“ 33 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა და „სამტრედიას“ (30) გადაასწრო, ხოლო „თელავთან“ (34) ჩამორჩენა შეამცირა. „საბურთალომ“ (50) კი სამეულისთვის მებრძოლ ქუთაისის „ტორპედოსთან“ (55) და გორის „დილასთან“ (54) სხვაობის მინიმუმამდე შემცირების შანსი გაანიავა.