საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ბულგარეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი პლოვდივის „ბოტევი“ დაამარცხა.
27-ე წუთზე ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა 1:0.
36-ე წუთზე, თბილისელთა უპირატესობა დავით ვოლკოვმა გაზარდა 2:0.
მე-40 წუთზე ბულგარელმა რადოსლავ ტერზიევმა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.
„საბურთალოს“ მეორე ნახევარში ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ დიმიტრი ტატანაშვილმა და გიორგი კოხრეიძემ არაზუსტად დაარტყეს. საბოლოოდ, თბილისელებმა 2:1 გაიმარჯვეს და შეკრება დაასრულეს.