„საბურთალომ“ ბულგარული გუნდი დაამარცხა
„საბურთალომ“ ბულგარული გუნდი დაამარცხა

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ბულგარეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი პლოვდივისბოტევი“ დაამარცხა.

27-ე წუთზე ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა 1:0.
36-ე წუთზე, თბილისელთა უპირატესობა დავით ვოლკოვმა გაზარდა 2:0.

მე-40 წუთზე ბულგარელმა რადოსლავ ტერზიევმა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

„საბურთალოს“ მეორე ნახევარში ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ დიმიტრი ტატანაშვილმა და გიორგი კოხრეიძემ არაზუსტად დაარტყეს. საბოლოოდ, თბილისელებმა 2:1 გაიმარჯვეს და შეკრება დაასრულეს.