“საბურთალომ” ალბანელ ნდუე მუიეცთან კონტრაქტი არ გააგრძელა
“საბურთალომ” ალბანელ ნდუე მუიეცთან კონტრაქტი არ გააგრძელა

ნდუე მუიეცი “საბურთალოს” დაემშვიდობა. ალბანელი ფორვარდი თბილისურ კლუბში ზაფხულში ჩაირიცხა, ახლა კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია “საბურთალოს” პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

ალბანელი ლეგიონერი “საბურთალოში” თავდასხმის გასაძლიერებლად მიიწვიეს. ის ლატვიაში, “ვენტსლილსში” წარმატებით თამაშობდა და ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თუმცა, მუიეცმა “საბურთალოში” ჩატარებულ 18 მატჩში მეტოქეთა კარის აღება მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა, რაც სახარბიელო მაჩვენებელი არ არის.