საბურთალოელები „ძლიერები არ ძალადობენ“-ის კამპანიაში
საბურთალოელები „ძლიერები არ ძალადობენ“-ის კამპანიაში

„ძლიერები არ ძალადობენ“ – კომპანია PRMC-ის ამ სოციალურ პროექტში „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ჩაერთო. სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელები ესტუმრნენ – თორნიკე გორგიაშვილი, გურამ გოშთელიანი, დაჩი ცნობილაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ბექა ქურდაძე და სანდრო ალთუნაშვილი.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაში ფეხბურთელებმა, სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემ და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა მოზარდებს ბულინგის არსისა და მათთან ბრძოლის საშუალებებზე ილაპარაკეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დროის ბოლო მონაკვეთი სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთელებთან დასმული სპორტული ხასიათის შეკითხვებით გაამრავალფეროვნეს.

ბოლოს კი, საბურთალოელებმა სკოლის მოსწავლეები 26 ნოემბერს გასამართი „საბურთალო“-„დინამოს“ მატჩზე დაპატიჟეს, რომელიც „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.