„საბურთალო“ თურქეთშია და სპარინგები დაგეგმა
„საბურთალო“ თურქეთშია და სპარინგები დაგეგმა

საბურთალომ” თბილისში მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და თურქეთში გაემგზავრა, სადაც შეკრების დაკვნით ეტაპს გაივლის.

„საბურთალოს” პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდი ქალაქ ლარაში 2 კვირის განმავლობაში მოემზადება. ლევან კორღალიძის გუნდი თურქეთში რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს.

გადაწყვეტილია, რომ 8 თებერვალს „საბურთალო“ უკრაინულ „ოლექსანდრიას” დაუპირისპირდება, 11 რიცხვში რუსეთის პირველი ლიგის „ტომს” შეეჯიბრება, 14-ში კი ასევე რუსულ „ორენბურგს“ შეხვდება. რაც შეეხება მეოთხე სპარინგ-მატჩს, მეტოქის ვინაობა რამდენიმე დღეში გადაწყდება.

„საბურთალო” თურქეთში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეკარეები: ოთო გოშაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლუკა ლეჟავა

მცველები: ვიქტორ მუდრაკი, გიორგი ლაცაბიძე, რომან ჩაჩუა, გიორგი ჯგერენაია, ნიკოლოზ მალი, გიორგი ჯინჯოლავა, დაჩი ცნობილაძე, ლევან კაკუბავა

ნახევარმცველები: დმიტრი მანდრიჩენკო, ლევან ნონიკაშვილი, ელვინ ტერა, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, შოთა ნონიკაშვილი, ოთო ფარულავა, იური ტაბატაძე

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი, გიორგი ერისთავი, თომა ტაბატაძე, რაფიქ ამინუ

გუნდის კაპიტანი, გიორგი კოხრეიძე, რომელიც ამჟამად ესპანეთში სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ეტაპს გადის, გუნდს 8 თებერვალს, თურქეთში შეუერთდება.