„საბურთალო“ თურქეთში მოემზადება - გუნდი ფეხბურთელებს დაემშვიდობა
„საბურთალო“ თურქეთში მოემზადება - გუნდი ფეხბურთელებს დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა – ამის შესახებ გუნდის მიერ გავრცელებულ ცნობაშია მითითებული.

ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ: ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ სანდოხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ინტერს გი და ოგნიენ როლოვიჩი.

ამავე დროს, საფეხბურთო კლუბმა წინასასეზონო შეკრებები დაგეგმა – გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვრის ჩათვლით გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება. პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი.

ამის შემდეგ, კლუბი სამშობლოში ორიოდე დღით დაბრუნდება და ადგილზე მოემზადება. დასკვნით შეკრებას კი გუნდი 1-14 თებერვლის ჩათვლით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.