„საბურთალო“ შესვენებაზე მოგებით გავიდა - „ტორპედომ“ რეზერვისტებით ითამაშა #1TVSPORT
„საბურთალო“ შესვენებაზე მოგებით გავიდა - „ტორპედომ“ რეზერვისტებით ითამაშა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის ბოლო მატჩი „მიხეილ მესხი არენაზე“ შედგა – „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

ფინანსური პრობლემების გამო, ქუთაისელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა მოედანზე გასვლაზე უარი თქვეს და „ტორპედო“ თბილისსმთავარი მოთამაშეების გარეშე ესტუმრა.

ლოგიკურიც იყო, რომ 17-18 წლის ბიჭებთან „საბურთალომ“ იოლად მოიგო. შულაიამ (30) ერთი გოლი გაიტანა, მისი საგოლე გადაცემებით კი თავი ოგაგა ოდუკომ (43) და შოთა ნონიკაშვილმა (52) გამოიჩინეს.

საბურთალომ“ 21 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და გორის „დილას“ გაუთანაბრდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ისევ 19 ქულა დარჩა, მას „თელავი“ დაეწია, მაგრამ ქუთაისელები მე-8 პოზიციას ინარჩუნებენ.

ამ მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ზაფხულის ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა, ჩემპიონატი კი 7 აგვისტოს განახლდება. მანამდე ქართული გუნდები ევროსარბიელზე ითამაშებენ.