„საბურთალო“ „ოლექსანდრიას“ შეხვდება
„საბურთალო“ „ოლექსანდრიას“ შეხვდება

„საბურთალო“ თურქეთში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – თბილისელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის „ოლექსანდრია“ იქნება.

ოლექსანდრი“” 1991 წელს დაარსდა. ახლა გუნდი უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. ამ ეტაპზე პირველობაზე პაუზაა გამოცხადებული, კლუბები კი ამხანაგურ მატჩებს მართავენ.

უკრაინელებმა თურქეთში ჯერ „მაკედონიას“ 4:1 მოუგეს, შემდეგ სოფიის ცსკა-სთან 1:1 დაასრულეს შეხვედრა, მერე იყო მარცხი ბულგარეთის „არდასთან“ 1:3, პოლონეთის „ლოძს“ უგოლოდ დაშორდნენ, ხოლო 6 თებერვალს ყაზახეთის „კაირატს“ 4:1 აჯობეს.

„საბურთალოსა“ და „ოლექსანდრიას“ შეხვედრა ბელეკში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის თბილისური კლუბი საკუთარ Youtube არხზე გეგმავს.