„საბურთალო“ - ერთადერთი ასპროცენტიანი შედეგით
„საბურთალო“ - ერთადერთი ასპროცენტიანი შედეგით

„საბურთალო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სამივე შეხვედრა მოიგო. დღეს საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უმძიმეს ბრძოლაში, ბოლო წამზე „რუსთავი“ დაამარცხა.

შეხვედრა „რუსთავმა“ კარგად დაიწყო და 27-ე წუთზე ბექა ქავთარაძის პენალტით დაწინაურდა.

საბურთალომ“ ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაათანაბრა. 55-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მონტენეგროელმა ოგნიენ როლოვიჩი ანგარიში გაათანაბრა. მანვე 90-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა (2:1).

აღსანიშნავია, რომ როლოვიჩმა სამივე შეხვედრაში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე მეოთხე გოლია.

სამი ტურის შემდეგ „საბურთალომ“ ცხრა ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება: „ვიტ ჯორჯია“ მიხეილ მესხი 2-ზე 18:00 საათზე „ჩიხურას“ მიიღებს, ხოლო გორის „დილა“ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ (21:00 საათზე) ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. „ვიტ ჯორჯიასა“ და „ჩიხურას“ მატჩს 19:00 საათზე მეორე არხი შემოგთავაზებთ.