„საბურთალო“ ბოლო სპარინგში დამარცხდა
„საბურთალო“ ბოლო სპარინგში დამარცხდა

თურქეთში შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი „საბურთალომ“ უკრაინული „აგრობიზნესის“ წინააღმდეგ გამართა. ეს ის გუნდია, რომელიც სამი დღის წინ ბელექში წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

უკრაინის პირველი ლიგის ლიდერმა, ვოლჩისკისაგრობიზნესმალარაში გამართული შეხვედრა მეტოქეზე უკეთ ჩაატარა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – მე-16 წუთზე „საბურთალოს“ კარი სერგეი სემენიუკმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:1 უკრაინელების სასარგებლოდ.

„საბურთალო“ – „აგრობიზნესი“ 0:1

გოლი: 0:1 სემენიუკი (16)

„საბურთალო“: გოშაძე, ოდუკო, ჯგერენაია, კაკუბავა, ჩაჩუა, ტერა, ლ. ნონიკაშვილი, ფარულავა, ერისთავი, გოჩოლეიშვილი, ამინუ.

ცვლილებაზე შევიდნენ: თ. ტაბატაძე, ო. მამაგეიშვილი, ჯინჯოლავა, მუდრაკი, ჯორდანი, შ. ნონიკაშვილი, მანდრიჩენკო.