საბერძნეთში, სადაც მიწისძვრა მოხდა, საქართველოს მოქალაქეებს ამ ეტაპზე საკონსულოსთვის არ მიუმართავთ
საბერძნეთში, სადაც მიწისძვრა მოხდა, საქართველოს მოქალაქეებს ამ ეტაპზე საკონსულოსთვის არ მიუმართავთ

საბერძნეთში, სადაც მიწისძვრა მოხდა, საქართველოს მოქალაქეებს ამ ეტაპზე საკონსულოსთვის არ მიუმართავთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

საბერძნეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაცით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 22 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა. ინფორმაცია დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.