საბერძნეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16:12, 19.07.2019

საბერძნეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაცით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 22 კილომეტრის დაშორებით, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე სახლში მინები ჩაამსხვრია.

ქალაქის დიდ ნაწილში გათიშულია ელექტროენერგია. ინფორმაცია დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

მსგავსი