საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ნიკოს კოტზიასი მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრთან კამათის შემდეგ, მეორე დღეს გადადგა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, კოტზიასი იმ ფაქტით იყო გაღიზიანებული, რომ პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა თავდაცვის მინისტრთან კამათის დროს მას არ დაუჭირა მხარი.
მთავრობის სხდომის დროს, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არაკანონიერად განკარგავდა საგარეო უწყების ფონდებს.