საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

18:29, 17.10.2018

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ნიკოს კოტზიასი  მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრთან კამათის შემდეგ, მეორე დღეს გადადგა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კოტზიასი იმ ფაქტით იყო გაღიზიანებული, რომ პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა თავდაცვის მინისტრთან კამათის დროს მას არ დაუჭირა მხარი.

მთავრობის სხდომის დროს, თავდაცვის მინისტრმა  განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არაკანონიერად განკარგავდა საგარეო უწყების ფონდებს.

მსგავსი