საბერძნეთი-საქართველო | ესპანურ მედიაში სავარაუდო შემადგენლობები დასახელდა #1TVSPORT
საბერძნეთი-საქართველო | ესპანურ მედიაში სავარაუდო შემადგენლობები დასახელდა #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „სპორტსმა“ საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრაში მეტოქეთა სავარაუდო შემადგენლობები გამოქვეყნა.

თუკი გამოცემას დავუჯერებთ, „ჯვაროსნები“ იგივე შემადგენლობით ითამაშებენ, როგორც შვედებთან მატჩი დაიწყეს. ასევე „სპორტსი“ ამტკიცვებს, რომ ორივე გუნდი 4-3-3 სათამაშო სქემას გამოიყენებს.

საქართველო-საბერძნეთი

სალონიკი, სტადიონი „ტუმბა“

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბაკაკისი, ცაველასი, პაპადოპულოსი, ციმიკასი; ზეკა, ბუშალაკისი, მენტალიოსი; ლიმნიოსი, ბაკასეტასი, მასურასი.

საქართველო (4-3-3): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი; ლობჟანიძე, ქვილითაია, კვარაცხელია.

მთავარი არბიტრი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

მატჩი სალონიკში, „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი