საბავშვო ევროვიზიის 2019 წლის სიმღერის კონკურსი 24 ნოემბერს გაიმართება
საბავშვო ევროვიზიის 2019 წლის სიმღერის კონკურსი 24 ნოემბერს გაიმართება.
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საბავშვო ევროფესტივალს ქალაქი გლივიცე უმასპინძლებს.
„2018 წელს მინსკმა შთამბეჭდავი შოუ გვაჩუქა. დარწმუნებული ვართ, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკისრებულ მოვალეობას თავს ბრწყინვალედ გაართმევს და დაუვიწყარ შოუს გვაჩუქებს“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯონ ოლა სანდმა.
„გლივიცე არენა“ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დარბაზია პოლონეთის ტერიტორიაზე. არენა ოფიციალურად 2018 წლის 12 მაისს გაიხსნა, იტევს 13,752 ადამიანს და მასპინძლობს სხვადასხვა სპორტულ თუ მუსიკალურ ღონისძიებებს.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს პროექტ „რანინას“ გამარჯვებული წარადგენს.