საბავშვო ევროვიზიასთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 20:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.
ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.
სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.