საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
აღნიშნულის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებაშია ნათქვამი.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 31 ივლისს განგაშის სისტემის აქტივაციის გამო საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი იქნენ დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.