საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ განგაშის სისტემის აქტივაციის გამო დროებით მუშაობას წყვეტს
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ განგაშის სისტემის აქტივაციის გამო დროებით მუშაობას წყვეტს, – განცხადებას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღნიშნულ საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.
აქვე განვმარტავთ, რომ ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.