საბა სიდამონიძე ევროზონის გუნდში გადავიდა - „დინამო“ ორმა მცველმა დატოვა #1TVSPORT
საბა სიდამონიძე ევროზონის გუნდში გადავიდა - „დინამო“ ორმა მცველმა დატოვა #1TVSPORT

საბა სიდამონიძე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, სომხეთის ჩემპიონატის მონაწილე „ვანის“ ფეხბურთელი გახდა.

23 წლის ცენტრალური მცველი თბილისის „იბერიის“ აკადემიის აღზრდილია. კარიერა „შევარდენში“ დაიწყო, ასევე უთამაშია „დიდუბეში“, „სამტრედიაში“, „თბილისი სიტიში“ და ტყიბულის „მეშახტეში“, ბოლოს კი „ბორჯომში“ გამოდიოდა.

ახალგაზრდა მცველის ახალ კლუბს გასულ სეზონში ევროსაგზურამდე ერთი ქულა დააკლდა და ახალ ჩემპიონატში სამეულში მოხვედრას უმიზნებს.

საბა საფეხბურთო ოჯახიდანაა – მისი მამა, „მრეტების“ ყოფილი ფეხბურთელი კახა სიდამონიძე საქართველოს ნაკრების პირველი თაობის მოთამაშე იყო.

ბოლო ტრანსფერებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ „დინამო თბილისი“ 25 წლის მარჯვენა მცველმა, ბენსონ ანანგმა დატოვა და კარიერას კვიპროსის პირველი დივიზიონის „აკრიტას ჩლორაკასში“ გააგრძელებს.

თბილისურ კლუბს კიდევ ერთი უკანახაზელი ჩამოშორდა – „დინამო თბილისმა“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა დომინიკ რაიტერს, ხოლო გორის „დილა“ 23 წლის ცენტრალურმა მცველმა, ვახტანგ ბოჭორიშვილმა დატოვა.