საბა ბუაძე - ხელისუფლება ცდილობს, საერთო საზოგადოებრივი პროტესტი გატყდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია შეითრიონ სიცრუეში
საბა ბუაძე - ხელისუფლება ცდილობს, საერთო საზოგადოებრივი პროტესტი გატყდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია შეითრიონ სიცრუეში

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე პოლიტიკური პარტიებისთვის სატყუარას უწოდებს სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძის ინიციატივას „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების შესახებ.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საერთო საზოგადოებრივი პროტესტი გატყდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია შეითრიონ სიცრუეში.

„ხელისუფლება დღეს ცდილობს, გამოიყენოს როგორც სატყუარა. ეს ინიციატივა სწორედ არის სატყუარა, რათა საერთო საზოგადოებრივი პროტესტი გატყდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია შეითრიონ ამ სიცრუეში, რასაც გამოვრიცხავ, ასევე იყენებს, დაშინებას. სხვადასხვა გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ ადამიანებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობა არ აქვთ გააზრებული, არც კონსტიტუციის მნიშვნელობა და სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ჯგუფს და ადამიანებს რთავენ ამ მავნებლურ პროპაგანდაში“, – განაცხადა ბუაძემ.

აქვე, „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ წევრ თეა წულუკიანის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.

„თეა წულუკიანი არის აღზევებული ბრიყვი და კანონთან და სამართალთან და სამართლიანობასთან საერთოდ ახლოსაც არ ჩაუვლი. ამიტომ, სერიოზული კომენტარი მის დემაგოგიაზე მგონი, უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა ბუაძემ.

დატოვე კომენტარი