საარჩევნო ყრილობის თარიღი ცნობილია - სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების წარსადგენი ვადა 14 იანვრამდეა #1TVSPORT
საარჩევნო ყრილობის თარიღი ცნობილია - სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების წარსადგენი ვადა 14 იანვრამდეა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა და 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა – 33-ე საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება.

ორგანიზაციის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში მითითებულია, რომ სფფ-ის წევრებს პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ.

სფფ-ს ბოლო საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა და პოსტზე ზედიზედ მეორედ ლევან კობიაშვილი აირჩიეს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი (100 მატჩი ნაკრებში) სფფ-ს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.