მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - თბილისში უეფა-ს უსაფრთხოების სემინარი მიმდინარეობს #1TVSPORT
მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - თბილისში უეფა-ს უსაფრთხოების სემინარი მიმდინარეობს #1TVSPORT

21-წლამდელტა ევროპის ჩემპიონატის (რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ) მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში უსაფრთხოების ოფიცრებისთვის, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებისა და სტიუარდებისთვის, NFIP Network-ის ჩართულობითა და უეფა-ს ორგანიზებით, სემინარი მიმდინარეობს.

სემინარს ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები. სემინარის დასკვნითი მოდული სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ღონისძიება მიზნად ისახავს საფეხბურთო მატჩებზე უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-ისა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირის მზადების პროცესში მხარდაჭერას.

სემინარის მუშაობაში უეფა-ს წარმომადგენლები სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი, ლუკაშ ნალევაი, ქეით ედი, კრის ბეიკერი, ვიქტორია ვონ დოდერერი, ჩანტალ ჰექტორსი, იუჰა კარჯალაინენი, ზელკო პავლიცა და NFIP Network-ის ხელმძღვანელი ადრიან დინკა მონაწილეობენ. სემინარი 5 მაისს დასრულდება და კურსის მსმენელები უეფა-ს სერტიფიკატებს მიიღებენ.