„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დგინდება
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დგინდება

საუბნო კომისიებთან მიმართებით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, ჩანაწერი ფართოვდება და ზუსტდება იმ პირთა წრე, რომლებიც ოჯახის წევრთა შორის იგულისხმებიან.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს ადგენს.

პროექტის გათვალისწინებით, ქვედა დონის (საუბნო) საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ასევე ცვლილებებით, იარსებებს აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, გამოირიცხება იმ პირის პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც წინა საერთო არჩევნებზე კომისიაში პარტიული ნიშნით იყო განწესებული.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება არა მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის (შერჩეულ) წევრთა სია, არამედ იმ აპლიკანტების სრული სია, რომლებმაც წარადგინეს განაცხადი შესაბამისი კომისიის წევრობაზე.