სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა
სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

გრიგოლ ბაკურაძეს ყოფილმა ცოლმა, დეა გოშხეთელიანმა მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ყოფილ მეუღლეს სახლში მიუვარდა და ოჯახის წევრების თანდასწრებით სცემა. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა.

მამაკაცი პირველი ინსტანციის სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, რის შემდეგაც პროკურატურამ და ყოფილმა ცოლმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.