რუუდ ვან ნისტელროიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა - ასე გადაწყვიტა რუბენ ამორიმმა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ კლუბი დატოვა, – დაწერა გამოცემა The Athletic-მა. წყაროს ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო რუბენ ამორიმმა, რომელიც 11 ნოემბრიდან შეუდგა „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შესრულებას.
ერიკ თენ ჰაგის წასვლის შემდეგ ვან ნისტელროიმ ოთხ მატჩში უხელმძღვანელა „მანჩესტერ იუნაიტედს“, სამი შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ვან ნისტელროის გარდა, მანჩესტერული კლუბი დატოვეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რენე ჰაკემ, მეკარეების მწვრთნელმა, იელე თენ რუველარმა და მატჩების ანალიტიკოსმა, პიტერ მორელმა.