რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა
რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა

რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკის“ თავს დაესხა უკრაინული თვითმფრინავი მართვადი რაკეტებით.

ამასთან, ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აქსიონოვმა აღნიშნა, რომ ასევე დაზიანდა ექვსი შენობა.

არსებული ინფორმაციით, პორტის სატრანსპორტო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მანამდე, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს.