უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„რუსეთში ფლოტი მცირდება. ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ კვალს დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ მიუყვება“, – აღნიშნავს ოლეშჩუკი.

ამასთან, ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

როგორც საჰაერო ძალებში განმარტავენ, ნოვოჩერკასკის სადესანტო ხომალდს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.