რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87 პროცენტს მიიღებს
რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87 პროცენტს მიიღებს

რუსული მედია საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. „რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი ხმების 87 პროცენტს მიიღებს.

ხმის მიცემა უკვე დასრულდა, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ონლაინ ხმა მისცა რუსეთის რვა მილიონმა მოქალაქემ. ეს რუსეთში პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ხალხს ელექტრონულად შეეძლო. ონლაინ ხმა თავად ვლადიმერ პუტინმაც მისცა.