რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზანში სკოლაზე თავდასხმა ერთმა პირმა მოაწყო
რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზანში ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა 19 წლის ილნაზ გალიავიევმა მოაწყო და ის მარტო მოქმედებდა. იგი დაკავებულია.
მანამდე, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სკოლას ორი პირი დაესხა თავს. მათგან ერთი კი, ლიკვიდირებული იყო. ოფიციალური წყაროები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ჯერჯერობით, თავდასხმის მოტივი უცნობია. რუსული მედიის ინფორმაციით, სკოლაზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო.
ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები და მასწავლებლები. ადგილობრივ საავადმყოფოში 18 ბავშვია გადაყვანილი, მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.