რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთში ჩასული „ლტოლვილებისთვის“ 10 ათასი რუბლის გამოყოფის განკარგულება გასცა
ST PETERSBURG, RUSSIA DECEMBER 29, 2021: Russia's President Vladimir Putin chairs a meeting on autumn/winter heating season via a video linkup from the Konstantinovsky Palace. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS Ðîññèÿ. Ñàíêò-Ïåòåðáóðã. Ïðåçèäåíò Ðîññèè Âëàäèìèð Ïóòèí âî âðåìÿ ñîâåùàíèÿ â ðåæèìå âèäåîêîíôåðåíöèè î ïðîõîæäåíèè îñåííå-çèìíåãî îòîïèòåëüíîãî ñåçîíà, â Êîíñòàíòèíîâñêîì äâîðöå. Àëåêñåé Íèêîëüñêèé/ïðåññ-ñëóæáà ïðåçèäåíòà ÐÔ/ÒÀÑÑ
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ოლქების ლიდერების მიერ ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, დონბასიდან რუსეთის როსტოვის ოლქში 10 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა. შესაბამის მონაცემებს რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული სააგენტო სააგენტო „ტასი“ წერს, რუსეთის საზღვარი 10 300-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რომელთა შორის 4 500-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა, 5 800 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა, 23 კი – სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ამასთან, „ტასი“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთში ჩასული „ლტოლვილებისთვის“ 10 ათასი რუბლის გამოყოფის განკარგულება გასცა.
უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტმა ლიდერებმა მოსახლეობის ევაკუაციისა და საყოველთაო მობილიზების შესახებ გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში ლუგანსკში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს.
შეგახსნებთ, რომ 17 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის ხელოვნურად შექმნას აპირებს.