უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დეფაქტო ლიდერებმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დეფაქტო ლიდერებმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დეფაქტო ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, დონეცკის ოლქში სეპარატისტთა ლიდერმა შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გაავრცელა. მიმართვაში დენის პუშილინი მოუწოდებს ყველა მამაკაცს, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, „დადგნენ თავიანთი ოჯახების დასაცავად“.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, მანამდე სეპარატისტთა ლიდერებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში ლუგანსკში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

უკრაინის ხელისუფლება კი, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს.

შეგახსნებთ, რომ 17 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის ხელოვნურად შექმნას აპირებს.

დატოვე კომენტარი