რუსული მედიის ცნობით, სევასტოპოლში უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა. მათგან 82 ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. ბოლო ინფორმაციით, დაღუპული ხუთი პირიდან სამი ბავშვია.
რუსული მედიის ცნობით, თავდასხმა „ატაკამსის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლზე განზრახ სარაკეტო დარტყმაზე“.