რუსული მედია - ხარკოვის დაბომბვის შედეგად უკრაინის არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დაიღუპა
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად უკრაინის არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, დარტყმები განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უცხოელი დაქირავებული პირების შეკრების ადგილების წინააღმდეგ, ასევე განადგურდა უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი სახელოსნოები და საწყობები.
რუსული მედია წერს, რომ მასშტაბური დაბომბვის შედეგად დარტყმა მიაყენეს უკრაინის არმიის კომუნიკაციებსა და ლოგისტიკას.
უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსული თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები იყო, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.