რუსული მედია - გადადგომამდე ერთი დღით ადრე ნაზარბაევმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსული მედია - გადადგომამდე ერთი დღით ადრე ნაზარბაევმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე ნურსულთან ნაზარბაევმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ რუსული მედია კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საუბრის შესახებ სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა რუსული მედია ოფიციალურ ასტანაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა ნაზარბაევის გადადგომის შესახებ ისაუბრეს.

ყაზახეთს პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებამდე ყაზახეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, კასიმ ჟომარ ტოკაევი იქნება.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990 წლის შემდეგ იკავებდა. 2015 წელს პოლიტიკოსი პირველ პირად მეხუთე ვადით აირჩიეს. ნურსულთან ნაზარბაევი მსოფლიოში საბჭოთა პერიოდის უკანასკნელი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი იყო.