რუსული კლუბის საუკეთესო სამეულში ორი ქართველია

07:49, 16.12.2019

რუსეთის პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპზე „ტამბოვის“ საუკეთესო მოთამაშედ წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი დააასახელეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ტამბოვმა“ გულშემატკივრების გამოკითხვა ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების დახმარებით ჩაატარა – პირველი ნახევრის რჩეულად მელქაძე სწორედ გუნდის მხარდამჭერებმა დაასახელეს.

გუნდის 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გულშემატკივრების ხმების 39% მიიღო. მეორე ადგილზეც ქართველია და ისიც რუსული პასპორტის მქონე – მეკარე გიორგი შელია (30%), ხოლო მესამეზე – თავდამსხმელმა ვლადიმერ ობუხოვი (14%).

გიორგი მელქაძის სატრანსფერო უფლებები მოსკოვის „სპარტაკს“ ეკუთვნის, რომელმაც „ტამბოვში“ სექტემბერში იჯარით გაუშვა. სეზონის პირველ ნაწილში მელქაძემ გუნდის ფორმით 10 მატჩში ჩაატარა და ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი