რუსული გუნდების დასჯამ გზა კვიპროსელებს გაუხსნა - ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში გარანტირებული აქვს #1TVSPORT
რუსული გუნდების დასჯამ გზა კვიპროსელებს გაუხსნა - ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში გარანტირებული აქვს #1TVSPORT

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ უეფამ საკუთარი შეჯიბრებიდან რუსული კლუბები გარიცხა. ეს გადაწყვეტილება მოქმედებდა „ბოლო დრომდე“, ანუ გარკვეული პირობებით ექვემდებარებოდა გადასინჯვას.

თუმცა უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება 2022/23 წლების სეზონის ტურნირებიდან ყველა რუსული კლუბის (კაცებისა და ქალების) გარიცხვის შესახებ.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რუსეთის ჩემპიონის (მე-8 ადგილი) ვაკანტურ ადგილს დაიკავებს შოტლანდიის ჩემპიონი (მე-11 ადგილი), თურქეთის ჩემპიონი (13 ადგილი) დაიწყებს პლეი ოფიდან (და არა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან). კვიპროსის ჩემპიონი (მე-15) კი მეორეს ნაცვლად მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.

ეს ნიშნავს, რომ კვიპროსის ჩემპიონი კონფერენს ლიგის ჯგუფებში გარანტირებულ ადგილი მიიღებს, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან, შემდეგ კი ევროპალიგის პლეი ოფიდან გავარდნის შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კვიპროსის ჩემპიონობის მოპოვების შემთხვევაში, რეზი ინჯგიას „აპოლონი“ ან ოქრიაშვილი-დაუშვილი-ქვილითაიას „აპოელი“ შემოდგომაზე ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად ითამაშებს.