რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ვნობით, წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და რუსთავის დაცვას დატბორვისგან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.

როგორ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და მიმდინარე წლის ბიოლომდე დასრულდება.