რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმ თამარ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე მადონა მაისურაძე ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას ერთი საათის განმავლობაში იხილავდა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
ექიმი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 18 ივნისს დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.