„რუსთავმა“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT
„რუსთავმა“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა” თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას რუსთავში გააგრძელებს.

ვარლამ კილასონიას გუნდი თურქულ შეკრებაზე 3 თებერვალს გაემგზავრა და ქალაქ ბელეკში ემზადებოდა. ამ პერიოდში „რუსთავმა“ ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხივეში დამარცხდა.

პირველი ამხანაგურ მატჩში გუნდის მეტოქე ვენის „რაპიდი 2“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავსტრიელებმა თამაში ჩაშალეს. კილასონიას გაწვრთნილები ყაზახურ „კაისარს“ დაუპირისპირდნენ 0:1 დამარცხდნენ.

„რუსთავმა“ მეორე შეხვედრა რუმინეთის „კორვინულთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა. შემდეგი ორი შეხვედრა გუნდმა პოლონეთის „კოტვიცასთან“ და სლოვაკეთის „️სპარტაკ მიავასთან“ ჩაატარა და ორივეში 0:2 წააგო.

„რუსთავი“ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრას 5 მარტს გამართავს. გუნდი „ვიტალი დარასელია არენაზე“ „დინამო თბილისი 2“-ს ესტუმრება.